კერძო სკოლა „ცოდნაში“ სოციალური პროექტი წარმატებით დასრულდა
04-06-2018
თბილისის კერძო სკოლა „ცოდნაში“ სოციალური პროექტი „მეგობრობა საზღვრებს გარეშე“ დასრულდა. 

პროექტის ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დარეჯან ცხომარია იყო. 

პროექტი მიზნად ისახავდა მოზარდი პრობაციონერების სოციალიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას. 

პროექტში მონაწილეობა მიიღეს პრობაციონერებმა, სკოლის მოსწავლეებმა და კლუბ „ლოკომოტივის“ ფეხბურთელებმა. 

პროექტის ფარგლებში სკოლაში მინიფეხბურთსა და ჭადრაკში შეხვედრები ჩატარდა. 

„ლოკომოტივის“ ფეხბურთელებმა მოზარდებს ფორმები და ბურთები აჩუქეს და საწვრთნელ ბაზაზე მიიწვიეს.   

პროექტის დასარულს სკოლის ეზოში, მეგობრობის ხეივანში, სტუმრებმა და მოსწავლეებმა ნერგები დარგეს. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203