ურავლის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჯანსაღ მომავალსა და მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ
20-05-2024
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავლის საჯარო სკოლის მასწავლებლები არა მხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ მათ მოტივირებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებაზე ზრუნავენ. 

ამჯერად, სკოლაში არსებულმა კლუბმა - „ჯანსაღი მომავლისათვის“, რომლის ხელმძღვანელი მარიამ ალავიძეა, დაპირებისამებრ, კლასის ხელმძღვანელებთან - მაია ინასარიძესთან, მარინა თელიაშვილთან და მაია სუდაძესთან ერთად, „მხიარულ სტარტებში“ მონაწილე გუნდის წევრების გასართობ ცენტრში ვიზიტი უზრუნველყო. 

მოსწავლეებს გასართობ ცენტრ „ჰეფი ქიდსში“ გულთბილად და უსასყიდლოდ უმასპინძლეს. მათ დრო სასიამოვნოდ გაატარეს და მოგონებები დააგროვეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გარდა ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა ასეთი გასვლითი ღონისძიებებით მოსწავლეებს უვითარდებათ ისეთი უნარ-ჩვევები, როგორიცაა ქცევის შეფასება, ემოციის მართვა, მეგობრული თანამშრომლობა და სხვა. 

„უღრმესი მადლობა გასართობ ცენტრს - happy kidss- ჰეფი ქიდსს, გულთბილი დახვედრისა და უსასყიდლოდ მასპინძლობისთვის. თანამშრომლებს, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ სტუმრებისათვის ყოველი საღამო გახადონ ფერადი და გრანდიოზული“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203