1000-ზე მეტ საჯარო სკოლაში ადგილი აღარ არის - 12:00 საათის მონაცემებით პირველ კლასში 11 ათასზე მეტი ბავშვი დარეგისტრირდა
20-05-2024
20 მაისს, 12:00 საათის მონაცემებით საქართველოს საჯარო სკოლებში 11 ათასზე მეტი პირველკლასელი დარეგისტრირდა.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებული ინფორმაციით საყოველთაო რეგისტრაციის ფარგლებში 12:00 საათის მონაცემებით პირველ კლასში 11 124 პირველკლასელი დაარეგისტრირდა.
პირეველკლასელთა მისაღებად ადგილები დარჩენილია 1183 სკოლაში, რაც იმას ნიშნავს, რომ 1006 სკოლაში რეგისტრაცია ადგილების შევსების გამო აღარ მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ 2024-2025 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში 84 ათასამდე ადგილი იყო გამოყოფილი პირვეკლასელთა მისაღებად.
წელს, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის ცვლილების შემდეგ, პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ.