ზესტაფონის N2 საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ისიც, რომ სკოლაში მოსწავლეთა სპორტულ მიღწევებს ყოველთვის აღნიშნავენ და მხარს უჭერენ.
მათ შორისაა მეთორმეტეკლასელი გეგი წვერავა. ის, სერბეთში, სამბოში ჭაბუკთა შორის ჩემპიონატზე, ევროპის ჩემპიონი გახდა.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ, მას გამარჯვებას ულოცავენ და მომავალში წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლის მხარდაჭერა მოსწავლეებს მოტივაციას კიდევ უფრო უმაღლებს.
იხილეთ ფოტო: