ძმუისის საჯარო სკოლაში საზეიმო განწყობა მთელი წელი გაგრძელდა
04-06-2018
ძმუისის საჯარო სკოლაში ღონისძიებები აქტიურად ტარდება. სკოლის აღსაზრდელებმა სასწავლო წელი საზეიმო განწყობით დაიწყეს. სკოლის დირექტორმა გასული წლის წარჩინებული მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა, პირველკლასელებს კი პორტაბელური კომპიუტრები დაურიგა და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, საზეიმო განწყობა მოსწავლეებს მთელი წელი გაჰყვათ. მოსწავლეებმა აღნიშნეს ახალი წელი, დედა ენის დღე თუ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
ახალ წელს მაყურებელს სპექტაკლი წარუდგინეს, დედა ენის დღეს ქართული ენის სიწმინდის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, დამოუკიდებლობის დღეს კი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირებს სიმბოლური მემორიალური დაფა დაუდგეს და პატრიოტული თემატიკის ლექსები მიუძღვნეს.