ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასის მოსწავლეები საუკეთესო სურვილებითა და უდიდესი სიყვარულით გააცილეს.
კურსდამთავრებულებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. მათ ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს და ერთმანეთს საუკეთესო სურვილები დაუტოვეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს, გაწეული შრომისა და ამაგისთვის, მადლობა გადაუხადეს.
გაიმართა ღონისძიებაც, მოსწავლეებმა სასკოლო ცხოვრებიდან სახალისო მოვლენები გააცოცხლეს, სკეტჩები დადგეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: