ნაკიფუს თემის N1 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელთა შთამბეჭდავი „ბოლო ზარი“ 
20-05-2024

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N1 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილა. 

სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებმა ზარ-ზეიმით აღნიშნეს 12 წლიანი სასკოლო ცხოვრების დასასრული და ახალ ეტაპზე გადასვლა. 

საზეიმოდ მორთული სკოლის ეზო, გაფორმებული სცენა, საგანგებოდ გამოწყობილი მოსწავლეები, იუმორისტული წარმოდგენილი, სიხარულის და ამასთანავე, სკოლის დამთავრებისგან გამოწვეული მწუხარების ცრემლები და დაუვიწყარი მომენტები - დღე, რომელიც სიღრმისეულად დაილექა კურსდამთავრებულების მეხსიერებაში. 

„წარმატებულ და მზიან მომავალს გისურვებთ!“, - ამ სიტყვებით და ემოციური წარწერებით გააცილეს სკოლიდან კურსდამთავრებულები. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 







 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203