აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გარემოს დაცვის მხარდასაჭერი საინტერესო აქტივობები
20-05-2024

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

მოგეხსენებათ, რომ 22 აპრილს „დედამიწის დღე“, აღინიშნება. ეს დღე გარემოს დაცვის მხარდასაჭერად და პლანეტის დასაცავად მთელს მსოფლიოს აერთიანებს და გამონაკლისი არც აწყურის საჯარო სკოლა ყოფილა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის თვითმმართველობის და სამოქალაქო განათლების კლუბის ინიციატივით დაიგეგმა და გაიმართა სხვადასხვა სახის აქტივობები.

მოეწყო მე-5 კლასის მოსწავლეთა ლამაზი ნახატების გამოფენა 

მე-7, მე-9, მე-11 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს ინფორმაციული პოსტერები გზავნილებით და მოწოდებებით, რომ დაიცვან და გაუფრთხილდნენ დედამიწას.

მე-10 კლასის მოსწავლეებმა კი, მოამზადეს აღნიშნული თემატიკის პრეზენტაციები, ასევე მოეწყო მათ მიერ დაფესვიანებული ყვავილების გაყიდვა. შეგროვილი თანხით კი იგეგმება სკოლის ეზოს გამწვანება.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203