ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კარგად ესმით გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობა და მათი, როლი ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნაში.
სწორედ ამ მიზნით, მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები, აქტიურად ჩაერთნენ სადაგისა და სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ დასუფთავების აქციაში - „მე ვალაგებ საქართველოს“.
აღსანიშნავია, რომ დასუფთავების აქციას მხარს უჭერდა სკოლის დირექცია, რომელმაც უზრუნველყო ბავშვების გადაადგილება ტრანსპორტით.
კლუბის ლიდერმა დასუფთავების პროცესის დაწყებამდე ჩაატარა სახალისო აქტივობები და შემდეგ ერთობლივი ძალისხმევით მოსწავლეებმა დაასუფთავეს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია, გამოიყენეს პარტნიორი ორგანიზაციის მიწოდებული რესურსები.
დალაგების პროცესმა უსაფრთხოდ, სახალისოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. შეგროვებული ნაგვის პარკები განათავსეს სანაგვე ურნებში.
დასუფთავების აქციის შემდეგ მოსწავლეებმა მიირთვეს სადაგის მიერ გამოგზავნილი ტკბილეული.
სკოლაში მადლობას უხდიან ორგანიზატორებს, პარტნიორებს და მონაწილეებს.
იხილეთ ფოტოები: