ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლის შვიდი მე-12 კლასელისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
კურსდამთავრებულები ემოციური და მრავალფეროვანი ლექსებით, სიმღერებით, იუმორით გამოემშვიდობნენ სკოლის კედლებსა და პედაგოგებს. მათ, ერთმანეთს თეთრ მაისურებზე საუკეთესო სურვილები დაუტოვეს და სკოლის ეზოში პერფორმანსი მოაწყვეს.
მოსწავლეებმა პედაგოგების ღვაწლი აღნიშნეს და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები წარმატებას უსურვებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეულ აბიტურიენტს.
„ჩვენ გვჯერა, რომ მათი მომავალი გაბრწყინებული იქნება“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ეს დღე ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: