„წარმატებები ახალ ეტაპზე, რომელსაც დამოუკიდებელი ცხოვრების გზა ჰქვია“ - ქვედა ცაგერის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები ემოციურად გააცილეს
20-05-2024

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები საზეიმო ვითარებაში გააცილეს.

მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს, სკოლაში, საინტერესო აქტივობები გამართეს. მეთორმეტეკლასელებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე საუკეთესო სურვილები დაუტოვეს და მიზნების მიღწევა უსურვეს.

ბავშვებმა, ასევე პედაგოგების შრომა აღნიშნეს და გაწეული ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

დირექტორმა ნუნუ კოპალიანმა კი მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა.

„კიდევ ერთი კლასისთვის დაირეკა ჩვენს სკოლაში ბოლო ზარი! გილოცავთ, ჩვენო, საყვარელო გოგო-ბიჭებო! წარმატებები ახალ ეტაპზე, რომელსაც დამოუკიდებელი ცხოვრების გზა ჰქვია. წარმატებული და შინაარსიანი სტუდენტური წლები! დღეს სკოლის ბოლო გაკვეთილი ჩაგიტარდათ, მაგრამ იწყება ცხოვრების გაკვეთილები და გამოცდები. ცხოვრება უფრო მკაცრი გამომცდელია, ვიდრე თქვენი მასწავლებლები ან მომავალი ლექტორები! გისურვებთ ყველას ამ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას! ცხოვრებისეული ყველა ცდუნების წარმატებით გამკლავებასა და ყველა დაბრკოლების ღირსეულად გადალახვას!“, - აღნიშნავს დირექტორი ნუნუ კოპალიანი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203