სადახლოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართულ ენას ღონისძიება მიუძღვნეს
21-05-2024
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, სასწავლო წელი მალე დასრულდება, პროფესიონალი პედაგოგების მხარდაჭერით, მოსწავლეებს მოტივაცია არ დაუკარგავთ, ენთუზიაზმით არიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში და სასკოლო ღონისძიებებშიც დიდი ინტერესით მონაწილეობენ.
მათ შორის აღსანიშნავია, ქართული ენისთვის მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც მოსწავლეები სიამოვნებით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი პლაკატები შექმნეს და ისაუბრეს ქართული ენის რაობასა და მნიშვნელობაზე.
„ქართული ენა ჩვენი მეორე მშობლიური ენაა, ვართ საქართველოს მოქალაქეები და ვცდილობთ ვისწავლოთ უკეთესად“, - ასეთი იყო მოსწავლეთა გზავნილი.