სკოლა 41 ათასზე მეტმა მოსწავლემ დაასრულა, მათ შორის 18 წლის და მეტის 1723 ახალგაზრდაა
20-05-2024
20 მაისს სკოლებში მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა და 2023-2024 სასწავლო წელს სკოლა 41 ათასზე მეტმა მეთორმეტეკლასელმა დაასრულა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით, სასწავლო წლის დასაწყისისთვის მე-12 კლასში 41 411 მოსწავლე ირიცხებოდა, საიდანაც 20 012 გოგო, ხოლო 21 399 ბიჭია.
აღსანიშნავია რომ 41 411 მოსწავლიდან 18 წლის და მეტის 1723 მოსწავლეა, საიდანაც 21 წელზე მეტის 105-ია.
etaloni.ge გილოცავთ სკოლის დასრულებას და თითოეულ კურსდამთავრებულს წარმატებულ მომავალს ვუსვურვებთ!