გორის შესასვლელში ავარია მოხდა, – არსებული ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ამობრუნდა და დაიმტვრა.
თვითმხილველების ცნობით, მანქანაში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ისხდნენ, - ინფორმაციას „მოზაიკა“ ავრცელებს.
კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა, AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რომლებშიც მეთორმეტეკლასელები ისხდნენ.
შემთხვევა, რომელიც ციხისძირში მოხდა, სავარაუდოდ, გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია. როგორც თვითმხილველი შემთხვევის ადგილიდან გვატყობინებს, შეჯახებისას არავინ დაშავებულა.