2024 წლის ხულოს „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა
21-05-2024
21 მაისს ხულოს დრამატულ თეატრში 2024 წლის „ხულოს ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა. 

ინტელექტისა და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. „ეტალონი“ გუნდის ტიტულისთვის ერთმანეთს ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლების 27 გუნდის 135 მოსწავლე ეჯიბრებოდა, ღონისძიებას კი  ტრადიციულად, „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.

კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ რენე ბოლქვაძემ, ხულოს მერის პირველმა მოადგილემ ნადიმ ვასაძემ და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამსახურის უფროსმა ბადრი მელაძემ.





ღონისძიების მსვლელობისას, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც.

კონკურსში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული 5-5 წევრიანი გუნდები მონაწილეობდნენ. 20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ:

2024 წლის „ხულოს ეტალონი გუნდის“ წოდება და პირველობა მოიპოვა ხულოს საჯარო სკოლის გუნდმა 82 ქულით.  გუნდს ხელმძღვანელობდა VI კლასელი ანდრეა ჯაყელი, ხოლო შემადგენლობაში შედიოდნენ ლაშა ბოლქვაძე VI კლასი, ანანო ზოიძე VI კლასი, თამაზ ქედელიძე VII კლასი და გიორგი თავართქილაძე VII კლასი.

მეორე ადგილზე 80 ქულით გავიდა ბეღლეთის საჯარო სკოლის გუნდი VII კლასელი ლიზი ართმელაძის კაპიტნობით. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: ირაკლი ართმელაძე VII კლასი, რეზი ართმელაძე VI კლასი, ლუკა შავაძე VI კლასი და საბა კახაძე VI კლასი.

მესამე ადგილი კი მოიპოვა დანისპარაულის საჯარო სკოლის გუნდმა 79 ქულით. გუნდს ხელმძღვანელობდა VI კლასელი მაკა პაპიძე. შემადგენლობაში კი შედიოდნენ: ილონა პაპიძე VI კლასი, ლიკა პაპიძე VI კლასი, გიორგი პაპიძე VII კლასი, ნიკა შამანაძე VII კლასი.


ღონისძიების სრული ფოტოკოლაჟი იხილეთ ბმულზე


ასევე იხილეთ:

ხულოში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203