დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები, უამრავი კეთილი სურვილი და თვალცრემლიანი მასწავლებლები.
ბოლო ზარი ერთდროულად სიხარულთან და ცრემლთან არის დაკავშირებული. ემშვიდობები მშობლიურ სკოლას, კლასს, მერხს, მასწავლებელს და გული წყდება.
თუმცა, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაც გიხარია და ყველაზე უმთავრესისთვის – სტუდენტობისთვის ემზადები.
კურსდამთავრებულებს სკოლის დასრულება ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად ლობჟანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანმა, დირექციამ, პედაგოგებმა, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა - ბადრი ქარდავამ დიდი სიყვარულით მიულოცეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვეს.
„ძვირფასო ბავშვებო გილოცავთ სკოლის დამთავრებას, გისურვებთ ბედნიერ მომავალს და ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას“,- ამ სიტყვებით კიდევ ერთხელ ულოცავენ კურსდამთავრებულებს მათ ცხოვრებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან დღეს და ნათელ მომავალ უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: