დიოკნისის საჯარო სკოლის გუნდმა ბადმინტონში, დასავლეთ საქართველოს თამაშებზე წარმატებით იასპარეზა
21-05-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ისიც, რომ მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებასა და აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის გუნდმა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, 17 მაისს, ბათუმში გამართულ დასავლეთ საქართველოს თამაშებში, ბადმინტონში, წარმატებით იასპარეზა და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სკოლის გუნდი სპორტულ ოლიმპიადაზე, ბადმინტონში პირველად მონაწილეობდა.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მადლობას უხდიან ყველას ვინც წვლილი შეიტანა გუნდის წარმატებაში.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203