ქვემო აკეთის საჯარო სკოლაში მშობლებსა და მასწავლებლებს შორის მხიარული შეჯიბრი ჩატარდა
04-06-2018
ქვემო აკეთის საჯარო სკოლამ „მხიარული სტარტები 2018 წელი“ გახსნილად გამოაცხადა და პირველი შეჯიბრი მშობლებსა და მასწავლებლებს შორის ჩაატარა.
 
მშობლების გუნდი „გურია“ და მასწავლებლების „აცა-ურა“ ერთმანეთს 11 ნომინაციაში შეეჯიბრენ. 

კონკურსის ფარგლებში გუნდები ერთმანეთს მიესალმნენ, ამანათი გადასცეს, შემდეგ კი შეჯიბრში ჩაერთნენ, რომელშიც კეგლის წაქცევა, მკლავჭიდი თუ ბაგირის გადატანა შედიოდა. ორივე გუნდი დიდი მონდომებით იბრძოდა და მოსწავლეებს მაგალითს აძლევდა.

თამაშების მსაჯი აკეთისა და ჭანჭათის სკოლის სპორტის მასწავლებლები ირაკლი ტოროტაძე და მამუკა ჩხაიძე გახლდათ. ჟიურის წევრები ნათია კალანდაძე და ლიანა ჩხაიძე იყვნენ, ხოლო თავმჯდომარედ გიორგი სამსონია დაინიშნა. 

მოწვეულმა სტუმრებმა და გულშემატკივრებმა ძალიან კარგი და ორგანიზებული ღონისძიება იხილეს, რაც სკოლისთვის უჩვეულო არაა. 

შეჯიბრში არავინ დამარცხებულა, ყველამ მეგობრულად გაიმარჯვა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203