თბილისის N92 საჯარო სკოლაში ჭადრაკის სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ახლახან, სკოლაში, პარალელურ კლასებს (I-V) შორის, ჭადრაკში გუნდურ პირველობა დასრულდა.
შეჯიბრში გამოვლინდა გამარჯვებული კლასები: მე-5³, მე-4² და მე-3¹. მე-2³-ში გოგონების გუნდმა მოიპოვა უპირატესობა, ხოლო მე-2⁴-ში ბიჭების გუნდმა.
ასპარეზობას არც პირველი კლასელები ჩამორჩნენ და ქულათა რაოდენობით I-ელი¹ კლასი დაწინაურდა.
მოსწავლეებმა ანალიტიკური და სხარტი აზროვნება შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
სკოლაში ყველა მოთამაშეს ულოცავენ და შემდგომ წარმატებებს უსურვებენ.
სკოლის ჭადრაკის პედაგოგი მანანა ჩიქვილიძე-მაჩაიძე გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: