„დიდი კონსტანტინე“ - წალენჯიხის N7 სკოლაში კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა
21-05-2024

წალენჯიხის N7 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა ჩართულობით, სკოლაში, არაერთი საინტერესო პროექტი იმართება.

ამჯერად, სკოლაში ჩატარდა ღონისძიება „დიდი კონსტანტინე“, რომელიც მიეძღვნა კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეს.

ღონისძიების მიზანი იყო კონსტანტინე გამსახურდიას ცხოვრებისა და შემოქმედების გააზრება, წარმოჩენა, მწერლისადმი პატივისცემის გამოხატვა.

მოსწავლეებმა ისაუბრეს კონსტანტინე გამსახურდიაზე მისი ღვაწლისა და შემოქმედების შესახებ. მათ, ასევე წაიკითხეს ლექსები, მონაკვეთები რომანებიდან, ასევე,სკლაში წარადგინეს ინსცენირება რომანიდან „დიდოსტატის მარჯვენა“.

ღონისძიების ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა შანავა გახლდათ.

ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203