ნოშრევან ჯიშკარიანის სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლიდან ერთადერთი კურსდამთავრებული საზეიმოდ გააცილეს.
20 მაისს, სკოლაში „ბოლო ზარის“ ღონისძიება ჩატარდა. მეთორმეტე კლასი მხოლოდ ერთმა მოსწავლემ დავით სილაგავამ დაამთავრა.
დღე ემოციებით იყო სავსე, მოსწავლე კეთილი სურვილებით შეამკო სასკოლო საზოგადოებამ, თავად კი მადლობა გადაუხადა პედაგოგებს, რომ მხოლოდ მისთვის, ატარებდნენ გაკვეთილებს და დიდ შრომას დებდნენ მის წარმატებაში.
სკოლამ ემოციურად გააცილა მოსწავლე და გზა დაულოცა დამოუკიდებელი ცხოვრების ასპარეზზე:
„ოჯახში დედისერთა კლასშიც ერთადერთი იყო. დათო საკლასო ოთახში იყო მარტო, თორე მთელი სკოლის მოსწავლეები ყოველთვის მის გვერდით იყვნენ. დღესაც მასთან ერთად იდგნენ სცენაზე და ულოცავდნენ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას. სკოლის დირექტორმა და მასწავლებლებმა გზა დაულოცეს დათოს და უსურვეს ღირსებით გაიაროს გზა მომავლისკენ, ასახელოს ოჯახი და მშობლიური სკოლა“, - აღინიშნა სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: