ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა აჭყვას საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ექსკურსია გაიმართა.
მოსწავლეები ბათუმის ეთნოგრაფიულ მუზეუმს სტუმრობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მუზეუმში ნათლადაა წარმოდგენილი წინაპრების ყოფითი ცხოვრება აჭარაში. მუზეუმში არსებული თითოეული მაკეტი თუ ხეზე კვეთილობის ნიმუში შექმნილია მუზეუმის დამფუძნებლის ქემალ თურმანიძის მიერ, რამაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე.
სკოლაში აღნიშნა, რომ ეთნოგრაფიული მუზეუმი „ბორჯღალო“, ბათუმის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა და ის ძალიან საინტერესო და შემეცნებითი ადგილია აჭარის ფოლკლორის, ყოფა-ცხოვრებისა და კულტურული თავისებურებების გასაცნობად.
მოსწავლეები გაეცნენ მუზეუმში დაცულ არტეფაქტებს, მოისმინეს თითოეული მათგანის ისტორია და დადებითი ემოციებით აივსნენ.
იხილეთ ფოტოები: