„გილოცავთ და გლოცავთ ჩვენო მე-12 კლასელებო“- აღაიანის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა
21-05-2024

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის ზარი ბოლოჯერ, საზეიმოდ დაირეკა. 

ემოციებით დატვირთული იყო უკვე კურსდამთავრებულებისთვის სასკოლო ცხოვრების ბოლო დღე, დღე უსაზღვროდ ბედნიერი და სევდანარევი, რათა მათ ჩახურეს ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი. 

ახალგაზრდებს  სკოლაში უამრავი წარმატება უსურვეს და თავიანთი თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებით შეუმკეს

ემოციური იყო სასკოლო საზოგადოების მიმართვაც. 

„ბოლო ზარი ერთდროულად სიხარულთან და ცრემლებთან არის დაკავშირებული. ემშვიდობები მშობლიურ სკოლას, კლასს, მერხს, მასწავლებელს და გული გწყდება. თუმცა, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაც გიხარია და ყველაზე უმთავრესისთვის – სტუდენტობისთვის ემზადები... სკოლა ცოდნის პატარა ტაძარია. აქედან იწყებ თვალსაწიერის გაფართოებას, ახლის შეცნობას, კულტურას, ზნეობას.

გილოცავთ და გლოცავთ ჩვენო მე-12 კლასელებო. წარმატებულ, ბედნიერ და ლამაზ მომავალს გისურვებთ“, - ასეთი იყო სკოლის მილოცვა, რომელმაც ემოციებით აღავსო კურსდამთავრებულები. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 


 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203