თუ ამოცანის ამოხსნა არ ჩანს, პასუხი ნული ქულით შეფასდება - მათემატიკის ტესტის შესასრულებლად სპეციალისტების რჩევები
21-05-2024
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მათემატის საგამოცდო ტესტის შესახებ სთავაზობს მათემატიკის ჯგუფის მიერ მომზადებულ რჩევებს.

 
  • გაითვალისწინეთ, რომ საჭირო არ არის ამოცანის პირობის გადაწერა - მუშაობა შეგიძლიათ პირდაპირ ამოხსნით დაიწყოთ, ამით დაზოგავთ დროსაც და სივრცეს პასუხების ფურცელზე;
  • აუცილებელია პასუხების ფურცელზე ჩანდეს ამოხსნები, თუ როგორ მიხვედით დასკვნამდე; იმ შემთხვევაში, თუ არ იქნა ამოხსნა და ის გზა ნაჩვენები, რომლითაც აბიტურიენტი პასუხამდე მივიდა, ნაშრომი შეფასდება ნული ქულით.
  • წერით დავალებებზე მუშაობის დროს ეცადეთ ნათლად და მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ თქვენი აზრი. გასაგებად უნდა იყოს გადმოცემული თქვენ მიერ შესრულებული ყველა გარდაქმნა. თუ ამოცანის ამოხსნისას შემოიტანთ ცვლადებს, აუცილებლად უნდა განმარტოთ, რას აღნიშნავთ ამ ცვლადებით. ასევე ყურადღებით გადაიტანეთ პასუხები პასუხების ფურცელზე, ზუსტად ამ კონკრეტული დავალების პასუხისათვის გამოყოფილ ადგილას.
  • გირჩევთ გეომეტრიულ დავალებაზე მუშაობისას წარმოადგინოთ ნახაზი, რადგან ეს გაგიმარტივებთ მსჯელობას და ამოცანის ამოხსნის პროცესს. ასევე გამსწორებელს გაუმარტივებს თქვენი მსჯელობის (ამოხსნის) შეფასებას. ყურადღებით გაეცანით ამოცანის პირობას, თუ რა ნახაზის აგებაა საჭირო და მხოლოდ ამის შემდეგ შეასრულეთ ის. მეორე მხრივ, მაქსიმალურ შეფასებას დაიმსახურებთ იმ შემთხვევაშიც, თუკი არ გექნებათ ნახაზი, მაგრამ თითოეული ტოლობა მსჯელობით იქნება გამყარებული, აგრეთვე თქვენ მიერ დაწერილი ყველა სიდიდე ან ამოცანის პირობაში იქნება განმარტებული ან თავად სწორად განმარტავთ და ამოხსნა იქნება ლოგიკურად გამართული, ხარვეზების გარეშე.
  • გაითვალისწინეთ: იმ შემთხვევაში, თუ დაუშვით  მექანიკური შეცდომა ამოხსნის ბოლო ეტაპზე, შესაძლოა ქულა არც დაგაკლდეთ, მაგრამ თუ თავიდანვე დაუშვით ისეთი მექანიკური შეცდომა, რომელმაც ბევრი ცვლილება გამოიწვია, შესაძლოა ერთი ან მეტი ქულის დაკლებაც. 
 
მათემატიკის საგამოცდო ტესტი შედგენილი იქნება 41 დავალებისაგან, რომელთაგან 37 იქნება არჩევითპასუხებიანი დავალება, 4 კი - ღია, წერითი დავალება.

ღია დავალებათაგან 2 იქნება სამქულიანი, ხოლო 2 - ოთხქულიანი. შესაბამისად, ღია დავალებების მაქსიმალური ჯამური ქულა იქნება 14.
 
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მათემატიკის ტესტის მაქსიმალური ქულაა 51, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი - 3 საათი.

აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203