„მირანდას უფლებები“ - რუისის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი განახორციელეს
21-05-2024
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი „მირანდას უფლებები“. მათ, მოიძიეს ინფორმაცია მირანდას უფლებების შესახებ, ჩაატარეს ლექცია უმცროსკლასელებთან, დაესწრნენ პროცესს გორის რაიონულ სასამართლოში, გააანალიზეს რა მნიშვნელობა აქვს სამართლიან სასამართლოს და კანონის უზენაესობას მოქალაქეთა უფლებების დაცვის საქმეში.
ბავშვებმა, ასევე მოამზადეს და ჩაატარეს იმიტირებული სასამართლო სხდომა, გაითავისეს როგორც სამართალდამცველების, ისე ბრალდებულების როლები და დაინახეს რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის ინტერესების გათვალისწინება, პიროვნების უსაფრთხოების დაცვის მექანიზმების ცოდნა.
ეს დღე ძალიან ინფორმაციული და საინტერესო იყო თითოეული მოსწავლისთვის.