ავრანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო პროექტს შეუერთდნენ 
21-05-2024
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო ღონისძიებაში ერთვებიან.

ახლახან, მოსწავლეები საერთაშორისო პროექტში - Global Action Days 2024 მონაწილეობდნენ. მის ფარგლებში, 22 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით, სკოლის თვითმმართველობისა და გეოგრაფიის მასწავლებლის - ანტონინა ჯაყელიძის ინიციატივით, საინტერესო აქტივობები განხორციელდა. 

მოსწავლეებმა ჯანსაღი კვების ერთი კვირის მენიუ შეადგინეს. ისინი, ერთი თვის განმავლობაში, სოფელში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მობინადრე ჩიტებს აკვირდებოდნენ. გარდა ამისა, დაასუფთავეს მდინარე ქციის სანაპირო ზოლი, შეადგინეს ჩვენს ქვეყანაში უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფების რუკა და კალენდარი.

აღსანიშნავია, რომ მათ პროპაგანდა ეკოლოგიურად სუფთა წარმოების ნივთების გამოყენებას გაუწიეს, ასევე შექმნეს ფოტო და ვიდეომასალები.

„მადლობა პროექტის ორგანიზატორებს, პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის და საინტერესო აქტივობებისთვის. უღრმესი მადლობა ჩვენს მოსწავლეებს, პედკოლექტივს და სკოლის ადმინისტრაციას მხარდაჭერისათვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203