ბათუმის N26 საჯარო სკოლის მოსწავლეები ფეხბურთის ამხანაგურ მატჩში მონაწილეობდნენ
22-05-2024
ბათუმის N26 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და პოპულარიზაციას მოსწავლეებში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამის დასტურია ისიც, რომ მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებასა და აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, ისინი ფეხბურთის ამხანაგურ მატჩი მონაწილეობდნენ. ერთმანეთს დაუპირისპირდა ორი გუნდი „გონიო“ და „კახაბერი“. მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს, სპორტული შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს გუნდურობას ასწავლის და სპორტულ უნარებს უვითარებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203