საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლა წელს ერთადერთმა კურსდამთავრებულმა - მარი ქოქოშვილმა საზეიმოდ დაასრულა.
მარის სრულიად სასკოლო საზოგადოებამ დაუვიწყარი გაცილება მოუწყო, მიულოცა სკოლის წარმატებით დასრულება და ცხოვრების ახალ ეტაპზე დიდი წარმატება უსურვა.
კურსდამთავრებულს თეთრ პერანგზე საყვარელმა პედაგოგებმა საუკეთესო სურვილები უსახსოვრეს და საზეიმოდ გააცილეს სკოლიდან.
„სკოლის დამთავრებას ვულოცავთ საქართველოს ყველა მეთორმეტეკლასელს, ვუსურვებთ მშვიდობიან, საქართველოში ცხოვრებას. დიდი სიყვარულითა და მშობლიური გრძნობით, განსაკუთრებით გვინდა, მივულოცოთ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულს მარი ქოქოშვილს, ასევე დიდ მადლობას ვუხდით ქალბატონ ლელა ფანოზიშვილს და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას ჩვენი მოსწავლის გახარებისთვის“, - აღინიშნა სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: