ვახტანგ ფირცხელავას სახელობის დაბა ჩხოროწყუს N2 საჯარო სკოლაში საინტერესო ორენოვანი ღონისძიება - „ამოიცანი თავი შენი“, გაიმართა.
ღონისძიება პედაგოგი ლელა ნარსიას ხელმძღვანელობით ჩატარდა, ინგლისურ და ქართულ ენებზე წარიმართა და მასში მე-3, მე-6 და მე-10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე, მასწავლებლების მისია იყო გამოეცნოთ მონაწილეების მიერ წარდგენილი ფილმის პერსონაჟები და თვით ბავშვების მიერ განსახიერებული მასწავლებლები, პროგამა შედგებოდა ინტელექტუალური და მუსიკალური ნაწილისგან.
ბოლოს კი, ღონისძიება „მხიარული სტარტებით“, დაგვირგვინდა.
„პროექტმა საინტერესოდ ჩაიარა, ვიხალისეთ, გავერთეთ და რაც მთავარია ბევრი ახალი რამ შევისწავლეთ. დიდი მადლობა ჩვენი სკოლის თითოეულ მასწავლებელს, სკოლის დირექციას, ნონა თოდუას, შორენა ესართიას, ლია ჭეჟიას, ლელა ლემონჟავას და განსაკუთრებული მადლობა ლელა ნარსიას, ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის, ასევე ლევან და ლანა ლემონჟავევს გაწეული დახმარებისთვის“, - ასე შეაფასეს სკოლაში ღონისძიება და მადლობა გადაუხადეს თითოეულ ადამიანს მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: