წყემის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კონკურსი ჩატარდა
22-05-2024

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში მონაწილეობა წახალისებულია. შესაბამისად მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა თუ კონკურსში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ. 

1 მაისს, წყემის საჯარო სკოლაში ჩატარდა გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ შიდასასკოლო ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობდნენ მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე კლასის მოსწავლეები.

მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს და საინტერესო გამოცდილება მიიღეს. სკოლაში მათ წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203