ახალციხის N6 საჯარო სკოლამ მათემატიკის ოლიმპიადაზე სამცხე-ჯავახეთის სკოლებს შორის პირველი ადგილი აიღო
04-06-2018
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მათემატიკური ოლიმპიადა სამცხე-ჯავახეთის სკოლებს შორის ჩატარდა. 

ახალციხის N6 საჯარო სკოლის მე-7, მე-8 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა ქალაქის სკოლებს შორის პირველი ადგილი მოიპოვეს. 

მე-6 საჯარო სკოლამ უნივერსიტეტის გარდამავალი თასი მეორე წელსაც შეინარჩუნა. 

წარმატებულ მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს ოლიმპიადის ორგანიზატორებმა მედლები და სიგელები გადასცეს.   

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203