ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარის საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
ემოციებით სავსე, დაუვიწყარი დღე, რომლითაც ახალგაზრდებისთვის 12-წლიანი სასკოლო ცხოვრება დაგვირგვინდა.
კურსდამთავრებულებს სასკოლო საზოგადოებამ დიდი სიყვარულით მიულოცა სკოლის დასრულება და მათ უამრავი წარმატება უსურვა მომავალი ცხოვრების ასპარეზზე.
„ბოლო ზარი - ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარის საჯარო სკოლა და აი დადგა დღე, როცა საბოლოოდ, წლების ნატვრის შემდეგ, ემშვიდობებით მოსწავლეობის პერიოდს და აბიჯებთ ცხოვრების იმ ეტაპზე, როცა დროა, აირჩიოთ მომავალი, იპოვოთ ადგილი სამყაროში, უკეთ შეიცნოთ საკუთარი თავი და ჩამოყალიბდეთ სრულფასოვან ადამიანებად.
მოგილოცავთ სკოლის დამთავრებას და გისურვებთ ბედნიერებას თქვენს მუდმივ თანამგზავრად, წარმატებებით დახუნძლულ მომავალსა და იმ დაბრკოლებების გადალახვას, რომლებიც შემდგომში გაგაძლიერებთ“,- ამ სიტყვების ფონზე გააცილეს სკოლიდან კურსდამთავრებულები.
იხილეთ ფოტოები: