2023-2024 სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება. მე-12 კლასის მოსწავლეებმა სწავლა დაასრულეს, 27 მაისს პირველკლასელებს დაითხოვენ, დანარჩენი მოსწავლეებისთვის კი არდადეგები 15 ივნისიდან დაიწყება.
შესაბამისად, პედაგოგებმა ელექტრონულ ჟურნალში ყველანაირი ინფორმაცია უნდა მოაწესრიგონ, რათა სემესტრული და წლიური შეფასებების დაანგარიშებისას, გარუკვევლობა არ წარმოიშვას. ჩასაწერია განმავითარებელი კომენტარები, შემაჯამებლების ნიშნები და სხვა სახის ქულები... მარტივად რომ ვთქვათ, მასწავლებლებს საკმაოდ მოცულობითი სამუშაო აქვთ გასაწევი სისტემაში. არადა, გარკვეული პერიოდის წინ, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მომხმარებლის სახელის დამახსოვრების ფუნქცია გაუქმდა, რაც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ერთგვარი ბარიერი გახდა - ყოველ ჯერზე თავიდან უწევდათ მომხმარებლის მონაცემების ჩაწერა.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ ელექტრონულ ჟურნალში მომხმარებლის სახელის დამახსოვრების ფუნქცია კვლავ ჩაირთო.
„მომხმარებლის სახელის დამახსოვრება ჩავრთეთ“ - განაცხადეს „Microsoft Office 365 დისტანციური სწავლისთვის საქართველოში“.