20 მაისს, საქართველოს საჯარო სკოლების მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. ფრიდონ თურმანიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები ღონისძიებით გააცილეს.
ღონისძიებას გასდევდა ზღვა ემოცია - ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებით გამოწვეული სიხარული და სევდა, რომელიც სასკოლო ცხოვრებასთან გამომშვიდობებას ახლავს თავს. მე-12 კლასელებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააცოცხლეს და პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
დირექციამ და პედაგოგებმა კურსდამთავრებულებს გზა დაულოცეს და სკოლიდან საუკეთესო სურვილებითა და დიდი სიყვარულით გააცილეს.
იხილეთ ფოტოები: