დაბა თამარისის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა „რწყილი და ჭიანჭველა“ დადგეს
04-06-2018
დაბა თამარისის საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა დამოუკიდებელობის დღესთან დაკავშირებით სპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა“ დადგეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, სპექტაკლში ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლეების უმრავლესობა მონაწილეობდა.
„პირველკლასელებმა როლები ოსტატურად მოირგეს და დამსწრე საზოგადოების აპლოდისმენტები დაიმსახურეს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.