გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე მასწავლებლები აქტიურად ზრუნავენ.
ამისთვის ისინი არაერთ ღონისძიებას მართავენ. აღსანიშნავია, რომ მასწავლებლები გაკვეთილებს სხვადასხვა აქტივობითა და რესურსით ამრავალფეროვნებენ. შედეგად, გაკვეთილებს მოსწავლეებიც დიდი ინტერესითა და მონდომებით სწავლობენ.
ამჯერად, მე-3 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ დოდო კოლოტაშვილის ხელმძღვანელობით, პროექტზე - „ძუძუმწოვრები“ იმუშავეს. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და ცოდნა გაიღრმავეს.
„წარმატებები, ჩვენს ყოჩაღ მოსწავლეებს და შრომისმოყვარე დოდო მასწავლებელს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: