სადახლოს N2 საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს
21-05-2024
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს N2 საჯარო სკოლაში უდიდესი ჟრიამული და საზეიმო განწყობა იყო.
სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი დაირეკა“, რაც ძალიან ემოციური იყო. კურსდამთავრებულები მშობლიურ სასწავლო გარემოსა და საყვარელ პედაგოგებს დაემშვიდობნენ, რომელთაც ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს და პატივისცემა დაუდასტურეს.
კურსდამთავრებულები ტრადიციული თეთრი მაისურებით შეიმოსნენ და სურვილები გაცვალეს, შემდეგ კი მრავალფეროვანი შემოქმედებითი ნომრები გამართეს.
სკოლაში მათ უდიდეს წარმატებასა და წინსვლას უსურვებენ.