წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამის მაგალითია ისიც, რომ მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებაში აქტიურად მონაწილეობენ.
ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა გიორგი სანაია. მან, საქართველოს 2024 წლის პირად ჩემპიონატზე, ბადროს ტყორცნაში III ადგილი დაიკავა, რისთვისაც საქართველოს მძლეოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ დააჯილდოვა.
მოსწავლის მიღწევით სკოლაში ამაყობენ და მას მომავალში წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წარმატებას მუდამ აფასებს, რაც მათ მოტივაციას კიდევ უფრო ამაღლებს.
იხილეთ ფოტო: