მე-12 კლასელთა ლამაზი გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღვითორის საჯარო სკოლაში
22-05-2024

20 მაისს, საქართველოს საჯარო სკოლების მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. 

მოსწავლეებმა მოაწყვეს გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, გაიხსენეს სკოლაში გატარებული წლები, საუკეთესო ეპიზოდები გააცოცხლეს, ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სურვილები დაუტოვეს და დირექციასა და პედაგოგებს გაწეული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. იყო ბევრი ემოცია და სევდანარევი სიხარული. 

დირექტორმა და პედაგოგებმა კი კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და წარმატებული და ნათელი მომავალი უსურვეს. 

„ვულოცავთ, თითოეულ მათგანს და საქართველოს ყველა სკოლის მე-12 კლასელს ამ ლამაზ დღეს, ვუსურვებთ წარმატებულ და ბედნიერ მომავალს“, - აღინიშნა სკოლაში. 

მოსწავლეებს ასევე სკოლის დამთავრება მიულოცა დეპუტატმა დავით ყიფშიძემ, მას სკოლაში გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობას უხდიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203