ხანდოს საჯარო სკოლიდან ერთადერთი მე-12 კლასელი დიდი სიყვარულით გააცილეს
22-05-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლაში ერთადერთი მეთორმეტეკლასელისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ, განსაკუთრებულ გარემოში დაიკავა.

ეს დღე სასკოლო საზოგადოებისთვის ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

კურსდამთავრებულმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენა და დირექციას, პედაგოგებს მის განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

დირექტორმა, ოთარ ვანაძემ და პედაგოგებმა კი მე-12 კლასელს სკოლის დამთავრება ემოციურად მიულოცეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვეს.

„გილოცავთ თამილა სკოლის დასრულებას და წარმატებებს გისურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203