ჭიათურის N4 საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა
22-05-2024
ჭიათურის N4 საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები დიდი სიყვარულითა და ზარ-ზეიმით გააცილეს.

სკოლაში, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც დაწყებითი კლასების მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მათ კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს.

მე-12 კლასელებმა კი ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს და მიზნების მიღწევა უსურვეს. მათ, ასევე სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

სასკოლო საზოგადოება თითოეულ მე-12 კლასელს სკოლის დამთავრებას სიყვარულით ულოცავს.

„ფერად, წარმატებებით სავსე ცხოვრებას გისურვებთ! მომავალი თქვენია“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203