ნოდარ ხადურის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სკოლის თვითმმართველობის მონაწილეობით განხორციელდა პროექტი თემაზე - „ვიცხოვროთ უსაფრთხო გარემოში“.
მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ სხვადასხვა ექსტრემალურ სიტუაციაში.
პრეზენტაციები წარადგინეს მანანა სამხარაძემ და ლოლა წიქარიძემ.
ღონისძიებაზე მიიწვიეს სკოლის ექთანი თამარ ლოლოშვილი, რომელმაც პრაქტიკულად აჩვენა ბავშვებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ პირველადი დახმარების საჭიროების დროს.
სამხედრო სწავლების სპეციალისტმა - ზაზა რჩეულიშვილმა კი მოსწავლეებს წარუდგინა თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებული პრეზენტაცია. მისი დახმარებით ჩატარდა განგაშის იმიტაცია. პროექტის ფარგლებში მოეწყო ექსკურსია საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში, სადაც მოსწავლეები გაეცნენ 112-ის სისტემის მუშაობის პრინციპის.
აღნიშნული ექსკურსიის ორგანიზატორები იყვენენ პედაგოგები - მედეა ყაჯილაშვილი და ინგა ხვედელიძე.
იხილეთ ფოტოები: