„წარმატებულ და ბედნიერ მომავალს გისურვებთ, ჩვენო ძვირფასო ბავშვებო“- ქინძათის საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს
22-05-2024
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლაში კიდევ ერთი თაობა დაფრთიანდა. 

სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა, რასაც ემოციების გარეშე არ ჩაუვლია. სადღესასწაულო განწყობას შესაბამისად მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა. 

ტრადიციულ თეთრ მაისურებში გამოწყობილმა კურსდამთავრებულებმა ერთად გატარებული წლები გაიხსენეს, საყვარელ მასწავლებლებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს და დაემშვიდობნენ. 

მათ სასკოლო საზოგადოება უდიდეს წარმატებას უსურვებს.

„ჩვენი არაჩვეულებრივი მე-12 კლასის ბოლო ზარი. წარმატებულ და ბედნიერ მომავალს გისურვებთ, ჩვენო ძვირფასო ბავშვებო“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203