„ანტარქტიდა და მისი მოსახლეობა“ - ეფრემოვკის საჯარო სკოლის მე-7 კლასელთა საინტერესო პრეზენტაცია
22-05-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც ბავშვები დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელმა - ჰასმიკ ანტანოსიანმა მე-7 კლასში ჩაატარა საინტერესო კომპლექსური გაკვეთილი თემაზე - „ანტარქტიდა და მისი მოსახლეობა“.

გაკვეთილის მიზანი, გახლდათ მოსწავლეებს შექმნოდათ წარმოდგენა ანტარქტიდის ბუნების თავისებურებებზე, გაეგრძელებინათ იდეების ჩამოყალიბება ცოცხალი ორგანიზმების გარემოსთან (პოლარული ცხოველები) ურთიერთდამოკიდებულების შესახებ.

აღნიშნულ თემაზე მოსწავლეებმა, კლასში ანტარქტიდისა და მისი ფაუნის შესახებ საინტერესო ინფორმაციები, ფაქტები წარადგინეს. მათ, ერთმანეთს ცოდნა გაუზიარეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

გაკვეთილი იყო ინფორმაციული და ძალიან საინტერესო.

მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში ამაღლებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203