ოლადაურის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა
22-05-2024
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურის საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები დიდი სიყვარულით გააცილეს.
აღნიშნულ დღეს, სკოლაში, სიხარულით, ემოციებითა და შთამბეჭდილებებით აღსავსე ღონისძიება გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
მოსწავლეებმა, ღონისძიებაზე, ნათელა ფუტკარაძის ხელმძღვანელობით, საინტერესო, დასამახსოვრებელი ნომრები წარადგინეს და დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს.
ზეიმს ესწრებოდნენ მშობლები, მიწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა.
სასკოლო საზოგადოება მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს