ბეჟანოს საჯარო სკოლის პირველკლასელთა „ანბანის ზეიმი“
22-05-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ისიც, რომ პედაგოგები ბავშვებს საინტერესო აქტივობებით დატვირთულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ.

მათ შორის იყო „ანბანის ზეიმი“, რომელიც I კლასში გაიმართა. ზეიმზე, მოსწავლეებმა ნასწავლი მასალა და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს - იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

ეს დღე, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მრავალფეროვანი და განსაკუთრებული იყო.

საგნის მასწავლებელი გუანნა მკოიანი, ხოლო კონსულტანტ-მასწავლებელი თამილა კობიაშვილი გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203