დარჩელის N1 საჯარო სკოლაში ეროვნული სამოსის დღე ლამაზი ღონისძიებით აღინიშნა
22-05-2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 

ახლახან, სკოლაში ღონისძიება - „ეროვნული სამოსის დღე“ გაიმართა. მასში სკოლის თვითმმართველობის გადამზადებული გოგონები, დარჩელის საბაზო სკოლის მოსწავლეები და სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლი - „დაისი“ მონაწილეობდნენ. ანსამბლის ქორეოგრაფი მარიამ კალანდია გახლავთ.

მოსწავლეები ეროვნულ სამოსში გამოეწყვნენ, იცეკვეს, შემოქმედებითი ნომრები გამართეს და სასკოლო საზოგადოებას არაჩვეულებრივი სანახაობა აჩუქეს. 

აღსანიშნავია, რომ გარემო საზეიმოდ იყო მორთული, რაც სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.

„ეს დღეც შედგა, მადლობააა მონაწილეებს ჩართულობისთვის. ეს დღე ჩვენი სკოლისთვის მართლაც საინტერესო, განსხვავებული და დასამახსოვრებლი გამოვიდა“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო ბმულზე: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203