არგვეთის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე გიორგი ალავიძეს, კონკურსში მიღწეული წარმატებისთვის, პლანშეტი გადაეცა
პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მოტივირებული და აქტიური მოსწავლეები სწავლობენ, რომელთა განვითარებაზეც პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
ამჯერად, სკოლაში მე-6 კლასის მოსწავლის - გიორგი ალავიძის მიღწევით ხარობენ. მან ინტერნაციონალური მაარიფის სკოლის გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.
2024 წლის 17 მაისს, გიორგი ალავიძე, ოჯახთან, მათემატიკის მასწავლებელთან და სკოლის დირექტორთან ერთად, თბილისის მაარიფის ინტერნაციონალურ სკოლაში დაჯილდოებაზე მიიწვიეს. მას საჩუქრად პლანშეტი გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ კონკურსში 400 მოსწავლე მონაწილეობდა და გიორგი ალავიძემ ადგილი გამარჯვებულ 10 მოსწავლეს შორის დაიკავა.
„ვულოცავთ გიორგის, მის მათემატიკის მასწავლებელს - ლალი აბულაძეს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ ბევრჯერ გაეხარებინოთ ჩვენი სკოლის გულშემატკივართა გულები“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: