''თვალი თვალს რომ მოშორდება, გული გადასხვაფერდება'' - ინტერვიუ თელავის N4 სკოლის მასწავლებელთან
28-11-2016

თელავის N4  სკოლის მასწავლებელმა ეკატერინე გურგენაშვილმა, ამავე სკოლის მასწავლებელთან მაია ფიცხელაურთან და მოსწავლეებთან ერთად ბულგარეთში პროექტი წარადგინეს. 

პროექტის სახელწოდება იყო: „თვალი თვალს რომ მოშორდება გული გადასხვაფერდება“.

''Etaloni.ge'' სწორედ პროექტის ერთ-ერთი პედაგოგს ეკატერინე გურგენაშვილს გაესაუბრა. 

1.რა პროექტი წარადგინეთ ბულგარეთში?

პროექტი, რომელიც ბულგარეთის კონფერენციაზე წარვადგინეთ იყო „თვალი თვალს რომ მოშორდება გული გადასხვაფერდება“, რომელიც ეხებოდა ქალაქ თელავის მახლობლად მდებარე კახეთის ნაგავსაყრელს სადაც ყოველდღიურად შედის მიმდებარე რეგიონებიდან 25 ტონა ნაგავი და არც თუ საიმედოდაა დაცული შინაური ცხოველებისა და ფრინველებისგან. მოვიპოვეთ ნაგავსაყრელიდან საანალიზე მასალა და განვსაზღვრეთ მასში მძიმე მეტალების შედგენილობა, ასევე, კიდევ ორი ნეიტრალური ტერიტორიიდან ავიღეთ ნიადაგის სინჯები და განცვსაზღვრეთ მასში იონების შემცველობა. ექსპერიმენტებს ვახორციელებდით :

ქალაქ თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შALიშ ლაბორატორიაში, ივანე ჯავახისვილის უნივერსიტეტთან არსებულ მინერალური ნედლეულის ლაბორატორიაში და სკოლის ლაბორატორიაში. ასევე გვქონდა სკაიპ კონფერენცია გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრთან ქალბატონ ნინო ჩხობაძესთან რომელმაც საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა გეო მემბრანების შესახებ.

2.როგორ ემზადეოდით პროექტისთვის?

მოგახსენებთ, რომ ნებისმიერი მცირე პროექტის დაგეგმვას და განხორციელებას   არ კმარა საგნისთვის გათვალისწინებული საათობრივი დატვირთვა და მით უმეტეს კი ასეთ მასშტაბურ პროექტს, ამიტომ, ჩვენ გვიწევდა დამატებითი დროის მობილიზება კვირაში 10-12 საათი. კვლევების დასრულების შემდეგ მოვამზადეთ პრეზენტაციები, ჩავწერეთ სამუშაოს ამსახველი ვიდეო რგოლი, გამოვუშვით საინფორმაციო ბუკლეტები დაბანერები, ინგლისურ ენაზე პოსტერი. რათქმაუნდა პროექტი წარვადგინეტ ინგლისურ ენაზე და ამაში დახმარებას გვიწევდა  ჩვენი სკოლის ინგლისური ენის კათედრა.  8 მაისს გავემგზავრეთ ქალაქ ბულგარეთში და 10 მაისს წარმატებულად წარვადგინეთ  პროექტი ჩვენი ქვეყნის სახელით  და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით,   რომ ქართველი ერი არის უზომოდ  ნიჭიერი, ლამაზი და წარმატებული ერი.

3.როგორი იყო თავად პროექტის მიმდინარეობა?

პროექტი „ჯაჭვური რეაქცია“ დაფინანსებული იყო ევროკავშირის მე-7 ჩარჩო პროგრამის პარგლებში და მას საქართვლეოში ახორციელებდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. მასში ჩართული იყო 12 ქვეყნის 12 უნივერსიტეტი.

პროექტი მიზნად ისახავდა კვლევაზე დაფუზნებული სწავლების ხელშეწყობას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას. პროექტში ჩართული იყო საქართველოს 5 სკოლა და მათ შორის თელავის N 4- საჯარო სკოლაც.

პროექტის ფარგლებში შევარჩიეთ 2 მოდული, რომელიც ხორციელდებოდა 5-6 თვის განმავლობაში და მასში მონაწილეობას ღებულობდა X-XI კლასის 25- მდე მოსწავლე.ხოლო მოსწავლეთა ეროვნულ და  შემდგომში კი უკვე საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინა 6-მა მოსწავლემ. მოდული რომელმაც მოსწავლეთა მე-3 ეროვნულ კონფერენციაზე საუკეთესო კვლევითი პროექტის ნომიაცია მოიპოვა  და ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გამართულ მოსწავლეთა მე-3 საერთაშორისო კონფერენციაზე  მონაწილეობის უფლებამოიპოვა საქართველოს სახელით, ეხებოდა ნაგავსაყრელების პრობლემას.

4.რა შთაბეჭდილებებით ჩამოხვედით?

ბულგარეთი ს კონფერენციაზე როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს ჩაგვიტარდა სამუშაო ვორგშოფები , სადაც, განხილული იყო საკმაოდ საინტერესო აქტივობები საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად საქარტველოდან გავემგზავრეთ: 6 მოსწავლე, 2 მასწავლებელი, სკოლის დირექტორი,  გასული წლის პროექტში მონაწილე 2 პედაგოგი, საქართველოში პროექტის კოორდინატორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მარიკა კაპანაძე და ეკა სლოვინსკი. ჩვენი ქვეყნის პროექტის გუნდმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და დადებითი ემოციები გამოიწვია და მოიპოვა კეთილგანწყობა სხვა ქვეყნის კოორდინატორების მხრიდან, დაინტერესება რამოდენიმე ქვეყნის პროფესორ-მასწავლებლების. მოსწავლეებმა შეიძინეს მეგობრები რომლებთანაც აგრზელებენ ურთიერთობას ინტერნეტ სივრცის საშუალებით.

5.მოსწავლეები როგორ მსჯელობდნენ?

მოსწავლეებს პროექტის განხორციელების პროცესში მორგებული ჰქონდათ მეცნიერების როლი და სრული პასუხისმგებლობით გაითავისეს მეცნიერების როლი ქვეყნის განვითარების სტრატეგიაში.იძიებდნენ ინფორმაციებს, წერდნენ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან ინტერვიუებს, ატარებდნენ გამოკითხვებს და საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა სკოლებში. ასევე, გამოთქვამდნენ ვარაუდებს და მოპოვებული მასალების საფუძველზე გამოჰქონდათ შესაბამისი დასკვნები, რამაც მოსწავლეებს თავდაჯერებულობა შემატათ და განუვითარად ცდის დაგეგმვის და ჩატარების, სოციალური, კრიტიკული აზროვნების, მსჯელობის უნარ-ჩვევები.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203