ჩიხის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები შთამბეჭდავი ღონისძიებით გააცილეს
22-05-2024
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხის საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები დიდი სიყვარულით  გააცილეს.

აღნიშნულ დღეს სკოლაში, ემოციური და შთამბეჭდავი „ბოლო ზარის“ ღონისძიება გაიმართა. მე-12 კლასელებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

სასკოლო საზოგადოებამ მათ ცხოვრების გზა დაულოცა და ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა.

„ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, წარმატებულ და ბედნიერ მომავალს ვუსურვებთ თითოეულ მათგანს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ეს დღე თითოეული პედაგოგის, მშობლისა და მოსწავლისთვის ემოციური და დაუვიწყარი აღმოჩნდა.

იხილე ვიდეო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203